პროექტის სახელწოდება :ზღუდერის საჯარო სკოლა და მისი დირექტორები
პროექტის მთავარი იდეა:მოსწავლეები შეისწავლიან სკოლის ისტორიას,სკოლის დაარსებიდან ყველა დირექტორს და მათ მიერ განვლილ ცხოვრებას სკოლამდე,სკოლაში და სკოლის შემდეგ.ჰყავს თუ არა სკოლას წარმატებული ადამიანები და თუ ჰყავს მოიპოვონ ინფორმაცია.
პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები იკვლევენ სკოლის ისტორიას,თუ რომელ წელს დაარსდა სკოლა,ვინ იყო პირველი დირექტორი,წარმატებუ–
ლი პედაგოგები სკოლის დაარსებიდან დღემდე,რომელ წელს იყო პირველი
გამოსაშვები მე–11 კლასელები.რომ არსებობდა რუსულენოვანი და ქართულენოვანი სექტორი,როდის გაიხსნა და რატომ.ყველა მოძიებულ ინფორმაციას და ყველა პერიოდის სურათებს განვათავსებთ ბლოგზე.
პროექტის მიზნები: მოძიებული მასალა გავაცნოთ სკოლის მოსწავლეებსა და ახალბედა მასწავლებლებლებს.ჩვენი სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულთა სტატისტიკური მონაცემები.
მონაწილეთა ასაკი:17 წელი
ვადები/ხანგრძლივობა:2–3თვე
მოსალოდნელი შედეგი:მოსწავლეები ისწავლიან წარმატებულ ადამიანებთან ურთიერთობას,თანამშრომლობას,გაიუმჯობესებენ კომპიუტერთან მუშაობის უნარ–ჩვევებს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით.
პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას:ა)ფოტო–ალბომი;ბ)საგამოფენო სტენდი;გ)კედლის გაზეთი;დ)ჟურნალი.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსი:სურათები,ინფორმაციები,ფოტოაპარატი,კომპიუტერი.
პროექტის მსვლელობა/ძირითადი აქტივობები:კვლევა,დისკუსიები,მოპოვებული ინფორმაციისა და სურათების განთავსება ბლოგში.
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნ.სასწ.გეგმასთან კავშირი:
მათემატიკა–მონაცემების მოპოვება სკოლის ტერიტორიისა და შენობის ზომების შესახებ.
ისტორია–შეისწავლიან სკოლისა დასკოლის დირექტორების ისტორიას.
პროექტის ხელმძღვანელი:ლ.მარგველანი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:l.margvelani@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:
No comments:
Post a Comment